Free Porn
xbporn
https://www.bangspankxxx.com
voguerre
southampton escorts
მთავარისამართალი21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ვაიტაშვილმა მიიღო.

საქმის პროკურორის, ლევან ვეფხაძის თქმით, მოკლულს 59 ჭრილობა აქვს მიყენებული. მისივე ცნობით, ბრალდებული ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა.

“ინსტაგრამის მიმოწერები ადასტურებს, რომ ქეთევან ჯავახიშვილი ბრალდებულს მიაჩნდა საკუთრებად. გოგონას 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული სხეულის ყოველ ორგანოზე. ყოველი ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია.

ბრალდებული ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. შემთხვევა დაახლოებით ღამის 2-დან 3-ის ნახევრამდე მოხდა. 19:21 წუთზე ეს ადამიანი სამეგრელოში დაიჭირეს. ის თავად გამოცხადდა სამართალდამცავ დაწესებულებაში. მისი გამოცხადების მიზანი იყო, რომ იქნებ მართლმსაჯულება შეემსუბუქებინა. ბრალდებულის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული დანა და ქურთუკი, რომლებიც სისხლითაა გაჟღენთილი, დანაშაულს კიდევ ერთხელ ადასტურებს. ასევე, სახლთან ახლოს, ნაგვის ურნიდან ამოღებული სისხლიანი შარვალი” – თქვა ინტერპრესნიუსის ცნობით პროკურორმა და აღნიშნა, რომ ერთადერთი სასჯელი, რომელიც მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს აღკვეთს, არის პატიმრობა.

სამართალდამცველებმა 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ზუგდიდში დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, მან თბილისში, ლილოს დასახლებაში 21 წლის ქალი “ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით” მოკლა.

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოპულარული სიახლეები