Free Porn
xbporn
https://www.bangspankxxx.com
voguerre
southampton escorts
მთავარირეგიონიგომისმთამდე მისასვლელი გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გომისმთამდე მისასვლელი გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 21 კმ-მდე (კმ13-კმ32.6) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა.

„სარეაბილიტაციო მონაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მთაგორიან, დაუსახლებელ რელიეფზე გადის. გზა ბჟუჟჰესის ტერიტორიაზე იწყება და გომის მთის საკურორტო დასახლებაში სრულდება. შესაბამისად, ამ მონაკვეთზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია ტურისტებისა და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვისაც.

არსებული გზა დაზიანებული და ხრეშოვანი იყო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია – გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და განახლება, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნებისა და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონების მოწყობა.

ასევე, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა, საგზაო ბოძკინტების დაყენება და სავალი ნაწილის მონიშვნა“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 18.8 მილიონი ლარია.

პოპულარული სიახლეები