მთავარიმსოფლიორუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 31 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 31 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა – ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 31 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ფორუმზე „უკრაინა. წელი 2024“ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მას არ დაუზუსტებია დაჭრილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა. ზელენსკიმ რუსეთის დანაკარგებზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, 2 წლის განმავლობაში 180 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა, დაჭრილებთან ერთად კი დანაკარგის რიცხვი 500 ათასს შეადგენს.

აქამდე უკრაინის ხელისუფლებას საკუთარ დანაკარგებზე ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია, მიზეზად კი სამხედრო საიდუმლოებას ასახელებდნენ.

პოპულარული სიახლეები