დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, ის ქრისტიანულ ღირებულებებს დაიცავს. ამის შესახებ PBS-ი წერს.
„ყველა კომუნისტური რეჟიმი, მთელი ისტორიის განმავლობაში, ცდილობდა ეკლესიების აღმოფხვრას ზუსტად ისე, როგორც ყველა ფაშისტირი რეჟიმი მათ გაკონტროლებას“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, აშშ-ში მემარცხენე რადიკალებს იმავეს გაკეთება სურთ. „თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ქრისტეს ჯვრებს ვერავინ შეეხება, ვფიცავ!“, – აღნიშნა თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა.