ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკრძალეს. 14 საათამდე სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, ძველი სპორტის სასახლეში მიმდინარეობდა.
მის ხსოვნას პატივი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა მიაგეს. ლევან თედიაშვილი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.