რუსეთის ფედერალურმა სასჯელაღსრულების სამსახურმა 16 თებერვალს შუადღისას გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის მე-3 კოლონიაში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ.
“2024 წლის 16 თებერვალს მე-3 გამასწორებელ კოლონიაში მსჯავრდებულმა ნავალნი ა.ა.-მ სიარულის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, თითქმის მაშინვე დაკარგა გონება. სასწრაფოდ მივიდნენ დაწესებულებიდან სამედიცინო მუშაკები და გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
განხორციელდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზები დადგენილია”, – ნათქვამია ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.