საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას და წერს:
„ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ყველა დამცველისათვის.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც რუსეთში დემოკრატიისათვის მის ბრძოლას განაგრძობს“ , – წერს პრეზიდენტი.