Free Porn
xbporn
https://www.bangspankxxx.com
voguerre
southampton escorts
მთავარიეკონომიკათბილისი საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმს მასპინძლობს

თბილისი საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმს მასპინძლობს

თბილისი საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმს მასპინძლობს.

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა.

საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციას წარადგენს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი. ფორუმზე განიხილება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, გაიმართება პანელური დისკუსიები ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბის პოტენციალზე.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ფორუმზე ორი ქვეყნის წარმომადგენლები გაცვლიან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით.

ფორუმს ესწრება 300-მდე დელეგატი, მათ შორის საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საუდის არაბეთის სამთავრობო და ბიზნეს დელეგაცია, საქართველოს ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმის ბოლოს გაიმართება ინტერაქციული სესია ქართველ და არაბ ბიზნესმენებს შორის, სადაც მათ საშუალება ექნებათ, დაამყარონ ბიზნეს კავშირები და გაიცნონ პოტენციური ბიზნეს პარტნიორები.

პოპულარული სიახლეები