საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს და წერს, რომ სოსო ჯაჭვლიანი ჩვენი ხალხის მეხსიერებაში მაინც ,,ნატვრის ხის” გმირად დარჩება, რადგანაც თვითონაც გედიას მსგავსად, სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა.
„მიუხედავად მრავალმხრივი შემოქმედებითი ცხოვრებისა და სპორტული მიღწევებისა, ჩვენი ხალხის მეხსიერებაში იგი მაინც ,,ნატვრის ხის” გმირად დარჩება, რადგანაც თვითონაც გედიას მსგავსად, სიკეთის, სიყვარულის, ერთგულების და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ, – ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ, – მოგმადლოთ მშვიდობა და სოსო-იოსებისთვის ლოცვის ძალა“, – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
ცნობილ ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, ყოფილ დეპუტატსა და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტს დღეს დაკრძალავენ.