საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში გაემგზავრა, ის მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც გერმანიაში 16-18 თებერვალს გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, მიუნხენის კონფერენციას არ დაესწრება ახალი პრემიერ- მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს კიდევ ერთ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს.