ლაშა ტალახაძე 2023 წლის საუკეთესო ძალოსნად ევროპის ძალოსნობის ფედერაციისა და სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებმა დაასახელეს.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა, სადაც დღეიდან ევროპის ჩემპიონატი დაიწყება.