ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოცხადდა.
აზერბაიჯანის მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაამტკიცა.
ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხმების 92.12 პროცენტით გამოცხადდა. არჩევნებში შვიდი კანდიდატი იბრძოდა.
აზერბაიჯანის ხელახლა არჩეული პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ინაუგურაციის ცერემონია უახლოეს სამ დღეში გაიმართება.
კონსტიტუციის 103-ე მუხლის შესაბამისად, აზერბაიჯანის არჩეული პრეზიდენტი ფიცს დებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების თანდასწრებით, არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან სამი დღის ვადაში.