ბიონსემ თავისი პროექტის Renaissance მეორე ნაწილის გამოსვლა სუპერბოულზე რეკლამის მეშვეობით დააანონსა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მომღერალმა საკომუნიკაციო კომპანია Verizon-ის რეკლამაშია გადაღებული, რომლის ბოლოსაც ამბობს: „კარგი, ისინი მზად არიან. გამოუშვით ახალი მუსიკა“. ცნობილია, რომ ალბომი 29 მარტს გამოვა.
Renaissance-ის პირველი ნაწილი 2022 წლის ივლისში გამოვიდა. მალევე ბიონსემ გაამხილა, რომ ეს სამალბომიანი პროექტის ნაწილია.