2024 წელს პუტინთან ინტერვიუს ჩაწერა იგივეა, რაც 1944 წელს ჰიტლერისთვის ტრიბუნის მიცემა, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონის ინტერვიუს ვლადიმერ პუტინთან.
ამის შესახებ კულება სოციალურ ქსელში წერს.
„ერთ დღეს პუტინს ნებას რთავთ თავისი გიჟური გენოციდური პროპაგანდა გაავრცელოს, მეორე დღეს კი, ხარკოვს არტყამს და შვიდ ადამიანს კლავს. 2024 წელს პუტინთან ინტერვიუს ჩაწერა იგივეა, რაც 1944 წელს ჰიტლერისთვის ტრიბუნის მიცემა. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ის და არა დავეხმაროთ მას სისხლისმსმელი ტყუილების გავრცელებაში“, – წერს კულება.