ჩემი შვილი არის დამამთავრებელი კლასის მოწაფე, ნიკუშა, უბრალო შავ სამუშაოზე მუშაობს ერთ-ერთ კერძო დაწესებულებაში. ეს მისასალმებელი იქნებოდა, მაგრამ ბევრი მისი თანატოლი მუშაობს იმის გამო, რომ ელემენტარული შემოსავალი მიუტანონ თავის ოჯახებს – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში იმდენად გაურკვევლობა და უიმედობაა, რომ ადამიანებმა არ იციან, რატომ უნდა მიიღონ უმაღლესი განათლება, რადგან ბევრი მაღალკვალიფიციური ადამიანი შეუფერებელ სამუშაოზე მუშაობს.
„აქ არის სრული გაურკვევლობა და სრული უიმედობა , ადამიანები მუშაობენ ელემენტარულ შავ სამუშაოებზე , ის ადამიანები რომლებსაც აქვს ბევრად მაღალი კვალიფიკაცია. დღეს ხალხმა არ იცის რისთვის უნდა ისწავლოს უნივერსიტეტში კარგად. მუშამ არ იცის, დილას რომ გამოვა სამსახურიდან და ღამე დაბრუნდება გაუბედურებული და გასავათებული, ის შემოსავალი ეყოფა მას ერთ თვეზე და მომავალში ექნება თუ არა მას ეს შემოსავალი. დღეს უამრავი სკოლის მოწაფე მუშაობს,მაგალითად, ჩემი შვილი არის დამამთავრებელი კლასის მოწაფე, ნიკუშა, უბრალო შავ სამუშაოზე მუშაობს ერთ-ერთ კერძო დაწესებულებაში. ეს მისასალმებელი იქნებოდა მაგრამ ბევრი მისი თანატოლი მუშაობს იმის გამო, რომ ელემენტარული შემოსავალი მიუტანონ თავის ოჯახებს. ხელფასებზე აქ საუბარია 400- 500 ლარზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.