მთავარისამართალი„ბიძას და ბიძაშვილს ესროლა, დანარჩენები ვინც გადაეღობა, ისინიც მოკლა“ - საზარელი მკვლელობა...

„ბიძას და ბიძაშვილს ესროლა, დანარჩენები ვინც გადაეღობა, ისინიც მოკლა“ – საზარელი მკვლელობა რუსთავში

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც დღეს დილით მკვლელობა მოხდა საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. სამართალდამცველებმა უკვე წაიღეს მთავარი მტკიცებულება – ცეცხლსასროლი იარაღი. სწორედ იარაღიდან გასროლას ემსხვერპლა დღეს დილით 4 ადამიანი, ერთი კი დაიჭრა.

ირკვევა, რომ დაპირისპირება ნათესავებს შორის სამსახურებრივ დავას უკავშირდება. როგორც ბაზარში დასაქმებული მოვაჭრეები ჰყვებიან, მოკლული მამაკაცი და ბრალდებული ბაზარში ერთ დახლთან მუშაობდნენ. მათივე თქმით, ბრალდებული მისმა ბიძამ სამსახურიდან გაათავისუფლა, რაც სავარაუდოდ მკვლელობის მოტივი გახდა.

„ბიძას და ბიძაშვილს ესროლა, დანარჩენები ვინც გადაეღობა, ისინიც მოკლა. უთანხმოება ჰქონდათ ბიძას და მის ძმისშვილს, ერთად მუშაობდნენ ხორცის ბაზარში“, – ამბობს ბაზარში მომუშავე „ქრონიკასთან“.

შსს-ს ინფორმაციით, ბაზრის ტერიტორიაზე რამდენჯერმე გაისროლა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ. სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, ხოლო დაჭრილია ერთი პირი – ბრალდებულის ბიძაშვილი.

პოპულარული სიახლეები