ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მეცხრე ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ში ადასტურებენ.
იმერეთის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო სოფელ ნერგეეთში ჩამოწვა მეწყერი, მიწის მასაში მოჰყვა ოთხი საცხოვრებელი სახლი.
სტიქიის ადგილებზე იმყოფებოდა 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა სამუშაოები.