საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„თოვლისა და ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი და მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.