ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
ცნობისთვის, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ამ დროისთვის ნაპოვნია სამი ცხედარი, გადარჩენილია ერთი მოქალაქე, გრძელდება ექვსი პირის სამძებრო სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა.