აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არ აქვს საპრეზიდენტო იმუნიტეტი. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმუნიტეტი, რომელიც იცავდა დონალდ ტრამპს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს, უკვე აღარ იცავს მას სამართლებრივი დევნისგან.
ყოფილი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე საბოლოოდ შეიძლება გადავიდეს უზენაეს სასამართლოში.
აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა ბრალი წაუყენა ტრამპს 2020 წლის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების გასაუქმებლად და თანამდებობაზე დარჩენის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობაში.