https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარისაზოგადოებაკიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა იასამნისფრად განათდა

კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა იასამნისფრად განათდა

თბილისის საკრებულოსა და „ევროპა დონა საქართველოს“ ინიციატივით, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის სატელევიზიო ანძა იასამნისფრად განათდა.

„ამ დღის მიზანია კიბოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, რათა ყოველწლიურად დაფიქსირებული ლეტალობის მილიონობით შემთხვევა თავიდან იქნას არიდებული.

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, „ევროპა დონა საქართველო“ და ეროვნული სკრინინგცენტრი, უკვე ორი წელია, აწარმოებენ კამპანიას „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალებში დაავადებათა ადრეულ გამოვლენას და მკურნალობის დროულ დაწყებას“, – აღნიშნულია თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკრებულოში ასევე აღნიშნავენ, რომ თბილისის მერია ამ მიმართულებით რამდენიმე მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, მათ შორისაა „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამა, რომლის ყველა მოსარგებლე 2024 წლიდან სრულად დაფინანსდება.

პოპულარული სიახლეები