2023 წელს, საქართველოში 56 ბავშვი გაშვილდა, მათ შორის, 4 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა – აღნიშნულ მონაცემებს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასული 2023 წლის მონაცემების მიხედვით, გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვია, მათ შორის, განსხვავებული საჭიროებების მქონე 113-ია.
ასევე, მშვილებელ პირთა რაოდენობა 1 975-ს შეადგენს.