https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიეკონომიკასაქსტატი - იანვარში 15.9 %-ით ზეთი გაიაფდა

საქსტატი – იანვარში 15.9 %-ით ზეთი გაიაფდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების კლებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.

საქსტატის ცნობით, ჯგუფში ფასები შემცირდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.82 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები -15.9 პროცენტით შემცირდა ზეთსა და ცხიმზე. ბოსტნეული და ბაღჩეული -11.3 პროცენტით გაიაფდა.

ფასების -9.0 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა პურსა და პურპროდუქტებზე. რძე, ყველი და კვერცხი -4.1 პროცენტით გაიაფდა. ამასთან, ფასები 19.7 პროცენტით გაზრდილია ხილსა და ყურძენზე. ხორცი და ხორცის პროდუქტები 6.1 პროცენტით გაძვირდა. ასევე, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 3.3 პროცენტით, რაც -0.32 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.

ფასები -7.7 პროცენტით შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე. ამასთან, ფასები 5.6 პროცენტით გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო 3.9 პროცენტით გაძვირდა საავადმყოფოების მომსახურება.

„ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (7.8 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 9.2 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (4.4 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (4.1 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (4.8 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.8 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

პოპულარული სიახლეები