საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, ეხმაურება მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებს და აცხადებს, რომ ევოკავშირი მზადაა იმუშაოს საქართველოს ყველა მთავრობასთან, ყველა პრემიერ-მინისტრთან.
ელჩი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან.
„რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სამთავრობო ცვლილებებს. მესმის, რომ ირაკლი კობახიძე ჯერ მხოლოდ წარადგინეს პრემიერ-მინისტრობის პოსტზე და გადაწყვეტილებას პარლამენტი მომავალ კვირაში მიიღებს. ასე რომ, ველოდებით ოფიციალურ წარდგენას პარლამენტის მიერ. უკვე ვთქვი, რომ ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ყველა მთავრობასთან, ყველა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვქონდა წინა პრემიერ-მინისტრთან და დროებით მთავრობასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალ მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება სულ მცირე ისეთივე წარმატებული, როგორც მისი წინამორბედის მთავრობასთან“, – განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან.