წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე ორმხრივად აღდგენილია. რეაბილიტირებულ გამზირზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერიის თანამშრომლები მივიდნენ.
რეაბილიტაციის დასრულება მარტისთვის იგეგმება. დარჩენილია ტროტუარების კეთილმოწყობა გამწვანების სამუშაოები, განათების სისტემის მოწყობა.
შეგახსენებთ, გამზირის რეაბილიტაცია აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა რამდენჯერმე მოხდა ვადების გადაწევა.
ჯამში, რეაბილიტაცის პროცესი 9 თვე გაგრძელდა.