საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ბექა ვარდოსანიძის მხარდამჭერები, „კონსერვატიული პარტიის“ წევრები და ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები არიან შეკრებილები.
ადგილზე შეკრებილები ბექა ვარდოსანიძის სუს-ში გამოკითხვაზე ყოფნას აპროტესტებენ და ამბობებნ, რომ ვარდოსანიძე ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებდა და სწორედ ეს გახდა აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების მიზეზი.
ცნობისთვის, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, ბექა ვარდოსანიძე მოწმის სახით გამოიკითხება.