სპეცოპერაცია აჭარაში – ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით ბათუმის დინამოს პრეზიდენტის შვილი დააკავეს.
როგორც ირკვევა, გურამ ბერიძე მაშინ დააკავეს, როცა ე.წ. კანონიერი ქურდების მონაწილეობით ქურდული გარჩევიდან ბრუნდებოდა.
ერთ-ერთი ვერსიით, გარჩევა ბათუმის დინამოს პრეზიდენტის, არჩილ ბერიძის, ბიზნესს უკავშირდებოდა, სავარაუდოდ, ქურდები მას წილის დათმობას და დიდ თანხას სთხოვდნენ.