ხვიჩიას თქმით, გვარამია სხვა სტრატეგიას თუ აირჩევს, წარმატებული იქნება. – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„პირიქით, გვარამიამ უნდა თქვას, რომ ნაღდი „ნაცია“ – ყველაზე „ნაცი“ ვარ, ვინც „ნაცებში“ არიან, ისინი „ნაცები“ არ არიან და როგორც ჭეშმარიტმა „ნაცმა“, არ დავტოვე ოპოზიციური ბრძოლა და წავედი სხვა ფორმატებში, სადაც ნამდვილი ოპოზიციური ბრძოლა უნდა გავაჩაღოო. გვარამიას სტრატეგია უნდა იყოს – „ნაცები“ გაქოცდნენ, მიშა ტყვეა და ნაღდი „ნაცი“ ვარო. თუ ამას აირჩევს, წარმატებული იქნება“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.
ცნობისთვის: „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: „განვიხილავ თანამშრომლობას ყველასთან, მელიასთანაც, ჯაფარიძესთანაც და ხოშტარიასთანაც, მომხრე ვარ ფართო სათანამშრომლო ფორმატების“.