„ქართული ოცნება“ არავითარი რეფორმის გატარებას არ აპირებს – არ შეასრულებენ რეკომენდაციებს, რაც მათ ძალაუფლებას შეასუსტებს, – ასეთია ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის შეფასება.
„არის საკითხები, რომელთა ნაწილობრივი შესრულებაა შესაძლებელი და ასევე, არის ისეთი საკითხები, რომელზეც ევროკავშირის მხრიდან არის ნაკლები მოთხოვნა – ეს შეიძლება განხორციელდეს.
ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდანაც მხოლოდ სამი შესრულდა და მათ შესრულებასაც ზეწოლა სჭირდება. ამიტომ ოპოზიციამ ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. პროცესში გამოჩნდება რამდენად არის შესაძლებელი ამა თუ იმ რეკომენდაციის შესრულება – ყვავს რომ კაკალს გააგდებინებ, ესეც საქმეა, მაგრამ მთლიანობაში არსებითი ცვლილებების გატარებას არ აპირებენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, დღეს 29 იანვარს, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.