საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მმართველ პარტიაში მსჯელობის შედეგად, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაკავებული თანამდებობა დატოვოს.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე დღეს, 29 იანვარს ისაუბრა.
„მსურს საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ, დღეს მე ვტოვებ პრემიერ -მინისტრის თანამდებობას.
მინდა მოკლედ გითხრათ და ავხსნა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. სულ ახლახან გასული წლის ბოლოს მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი ანგარიშის შესახებ, მოგეხსენებათ მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში, მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას. უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც გუნდთან ერთად მივაღწიოთ.
მე ორჯერო მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა, ჯამში ხუთი წელი ვიყავი პრემიერ მინისტრი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მთავარი გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდის არის მთავარი წარმატებული ლიდერი და საჭიროა ყველას მიეცეს შესაძლებლობა. მით უმეტეს ახლა ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა, უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოსში განვიხილეთ შესაძლებლობაც, რომ ზაფხულამდე დავრჩენილიყავი თანამდებობაზე, მაგრამ მე ასე ვარჩიე, მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.