საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 29 იანვარს 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თუ რა იქნება ბრიფინგის თემა, ინფორმაციაში ამაზე საუბარი არ არის, თუმცა არის ვარაუდი, რომ ეს პრემიერ-მინისტრის რანგში, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო ბრიფინგი იქნება და სწორედ ამ თემაზე ისაუბრებს ის.
ცნობისთვის, დღეს, გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.