დღეს, 26 იანვარს, ბუკინგემის სასახლემ განაცხადა, რომ ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III ჰოსპიტალიზებულია.
მიზეზი დაგეგმილი სამედიცინო პროცედურაა პროსტატის გადიდების გამო.
შეგახსენებთ; 2022 წლის 10 სექტემბერს ჩარლზ III ოფიციალურად გამოცხადდა მემკვიდრეობის საბჭოს მიერ გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფედ. კორონაციის ცერემონია 2023 წლის 6 მაისს გაიმართა.
ბრიტანეთის მონარქი 75 წლისაა. დედამისი, დედოფალი ელიზაბეტ II, ბრიტანეთის ყველაზე დიდი ხნის მმართველი მონარქი, გარდაიცვალა 96 წლის ასაკში 2022 წლის 8 სექტემბერს. მამა კი, პრინცი ფილიპი, გარდაიცვალა 2021 წლის 9 აპრილს, 100 წლის იუბილემდე რამდენიმე თვით ადრე.