Free Porn
xbporn
მთავარიპოლიტიკაისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩად ზაზა კანდელაკი დაინიშნა

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩად ზაზა კანდელაკი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზაზა კანდელაკს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩთან ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა.

ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ზაზა კანდელაკს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ზაზა კანდელაკმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ზაზა კანდელაკს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატში. ასევე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ზაზა კანდელაკი წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში და უნგრეთში.

ისრაელის სახელმწიფოში ელჩად დანიშვნამდე ზაზა კანდელაკი იყო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პოპულარული სიახლეები