საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, დარჩიაშვილი შეხვედრას გამართავს თავის კოლეგასთან, პრინც ფაისალ ბინ ფარჰანთან. შეხვედრის შემდეგ, ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველო-საუდის არაბეთს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.