„ცუდი არავის არ სიამოვნებს, მაგრამ არსებობს სახელმწიფო, არსებობს კანონი, რომელთა აღსრულებაც არის აუცილებელი“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კეკელიძის გასახლებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ვისაც ეს სასამართლო გადაწყვეტილება ეხება, უკმაყოფილოა, არ აქვს მნიშვნელობა მისი ბრალეულობა იქ არის თუ არ არის, უკმაყოფილოა.
„არავის სიამოვნებს, არც არავის დაკავება, დაჭერა, გამოსახლება. ცუდი არავის არ სიამოვნებს, მაგრამ არსებობს სახელმწიფო, არსებობს კანონი, რომელთა აღსრულებაც არის აუცილებელი იმიტომ, რომ ვიღაცის ინტერესსაც იცავს. კანონი მხოლოდ კანონისთვის ხომ არ სრულდება? ვიღაცა კონკრეტული სხვა ინტერესისთვისაც სრულდება, მითუმეტეს, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებაა ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვისაც ეს სასამართლო გადაწყვეტილება ეხება, უკმაყოფილოა, არ აქვს მნიშვნელობა მისი ბრალეულობა იქ არის თუ არ არის, უკმაყოფილოა.
ახლა ხაბეიშვილს იმის გამო, რომ არ შეუძლია რაიმე უკეთესი შესთავაზოს, ამ მიზნით გამოიყენებს ერთი კონკრეტული ოჯახის, ამ გაჭირვებულ მდგომარეობას, თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის. მაგრამ მან ერთი რამე უნდა იცოდეს, რომ მის პერიოდში სასამართლო გადაწყვეტილებები არ სჭირდებოდა, ისე ასახლებდა მისი პარტია არამარტო სახლებიდან ხალხს, არამედ პირდაპირ ართმევდა მათ სახლებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს 11 საათზე დაიწყო გამოსხლება ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მოსახლეობამ აღსურლების პოლიციას სადარბაზოს და ბინის კარები შედუღებული დაახვედრა. სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამათალდამცველები. დაკავებულია 20-მდე მოქალაქე.