ავარია თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე – მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის ერთ- ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.