„ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია.
„ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე”, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი 20 იანვარს გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, 4 000 ნახატიდან მხოლოდ 150-მდე გადარჩა.