Free Porn
xbporn
https://www.bangspankxxx.com
voguerre
southampton escorts
მთავარიკულტურასაერთაშორისო ფესტივალი World Rising Stars წარმატებით დასრულდა - საქართველოს 250 უცხოელი სტუმარი...

საერთაშორისო ფესტივალი World Rising Stars წარმატებით დასრულდა – საქართველოს 250 უცხოელი სტუმარი სტუმრობდა

„მე ვარ ძალიან ამაყი და ბედნიერი, იმიტომ რომ 30 ქვეყნის ეროვნული დირექტორი, 200-მდე ბავშვი და მშობელი ერთხმად ამბობდა, „საქართველო ჩემი მეორე სახლია“ და ჩვენი მისია შესრულებულია“, – ასეთია სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებლის ეკატერინე მგალობლიშვილის ემოციები, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ფესტოვალ World Rising Stars ერთი კვირის განმავლობაში მასპინძლობდა.

ფესტივალის ფარგლებში, უცხოელმა სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის ღირშესანიშანობები, გაეცნენ ქართულ კულტურას, დააგემოვნეს ტრადიციული კერძები, აქტიურად მიიღეს მონაწილეობა დაგეგმილ ფოტოსესიებში და სრულმზადყოფნაში იყვნენ საფინალო ღონისძიებისთვის, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა.

ერთი კვირის განმავლობაში უცხოელ სტუმრებს სასტუმრო „ჯინო სისაიდი“ მასპინძლობდა, რომელიც აღნიშნული ფესტივალის გენერალური სპონსორიც გახლდათ. ამ დღეების განმავლობაში გაიმართა ჟიურისთან შეხვედრა, მონაწილეების გაცნობა, მეგობრული საღამო, სადაც ყველა ქვეყანამ წარმოადგინა თავისი ტრადიციული სამზარეულო, რისი დაგემოვნების საშუალებაც იქ მყოფ სტუმრებს შეეძლოთ.

ამასთან, გაიმართა ქართველი დიზაინერების ხათუნა კობახიძის (ბრენდი xatko), ტატანას და სხვების შოურმი.

საფინალო შოუზე ქართველმა ვარსკვლავებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს, უცხოელი სტუმრები ქართულმა ცეკვავ კვლავ შთაბეჭდილების ქვეშ მოაქცია, დარბაზში არ წყდებოდა მხურვალე აპლოდისმენტები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საფინალო შოუზე არცერთი მონაწილე საჩუქრის გარეშე არ დარჩენილა.

ყველა პატარა კონკურსანტს, პატარა პრინც და პრინცესებს გადაეცათ სპეციალური დიპლომები, გვირგვინები და რეგალიები. დასახელდა სამი ოქროს გვირგვინოსანი.

„საერთაშორისო ფესტივალი მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი და საერთაშორისო კონკურსი „მისის პლანეტა“ დასრულდა. ერთი კვირის განმავლობაში 250-მდე სტუმარი იმყოფებოდა საქართველოში. ფინალში ყველა პატარა დაჯილდოვდა დიპლომით, ნომინაციით, სამახსოვრო საჩუქრით და ოქროს გვირგვინებით. მე ვარ ძალიან ამაყი და ბედნიერი, იმიტომ რომ 30 ქვეყნის ეროვნული დირექტორი, 200-მდე ბავშვი და მშობელი ერთხმად ამბობდა:  „საქართველო ჩემი მეორე სახლია“ და ჩვენი მისია შესრულებულია. მე არ ვემსახურები მხოლოდ სამოდელო და სილამაზის კონკურსს, მინდა ჩემი პატარა, ლამაზი და დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა, თქვენ, ჩემი საყვარელი ხალხი როგორც შემიძლია გავაცნო მსოფლიოს“, – განაცხადა სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელმა, ეკატერინე  მგალობლიშვილმა.

 

პოპულარული სიახლეები