ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს და საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელის რამაზ გოგობერიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოჯახს და მეგობრებს უსამძიმრებს.
„ძალიან დამწყვიტა გული რამაზ გოგობერიშვილის გარდაცვალებამ. მინდა მივუსამძიმრო მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებსა და ქართულ საკალათბურთო ოჯახს.“ – წერს ზაზა ფაჩულია.