ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ლაინერი რეისს რუსეთის მიმართულებით ასრულებდა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის ოთხი წევრი და ორი მგზავრი.
რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ავღანეთში გაუჩინარებული Falcon 10 რუსეთის სამოქალაქო თვითმფრინავების სახელმწიფო რეესტრშია რეგისტრირებული. უწყებაში განმარტავენ, რომ თვითმფრინავი რადარებიდან ავღანეთის საჰაერო სივრცეში ყოფნისას გაუჩინარდა.