მთავარისპორტისაქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 2024 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო...

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 2024 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის სამ სახეობაში ექვსი სპორტსმენითაა წარმოდგენილი

სამხრეთ კორეის ქალაქი განგვონი ზამთრის მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციის მედროშეები მოციგავე ლუკა მიქაბერიძე და ტრამპლინიდან მხტომელი ესმირალდა ალიევი იყვნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2024 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის სამ სახეობაში ექვსი სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

ოლიმპიური გუნდის შემადგენლობაში არიან: ფიგურული მოციგურავეები – ინგა გურგენიძე, კონსტანტინე სუპატაშვილი; ტრამპლინიდან მხტომელები – ესმირალდა ალიევი, გიორგი დიაკონოვი; მოციგავეები – საბა ხაჩიძე, ლუკა მიქაბერიძე.

ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში, სპორტის შვიდი სახეობის 15 დისციპლინაში, 1900-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს. ოლიმპიადა საზეიმოდ 1-ელ თებერვალს დაიხურება.

პოპულარული სიახლეები