https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიოსაბერძნეთის პროკურატურამ ე.წ. ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის საქმეზე ორ ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენა...

საბერძნეთის პროკურატურამ ე.წ. ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის საქმეზე ორ ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენა – დაკავების ორდერია გაცემული პირზე, რომელიც საქართველოდანაა

საბერძნეთის პროკურატურამ პარასკევს ბრალი წაუყენა ორ ეჭვმიტანილს ე.წ. ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის „კონტრაქტების“ შესრულებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში, სავარაუდოდ, შვიდი პირია ჩართული. ერთი მათგანი მონტენეგროში დააკავეს.

საბერძნეთის პოლიციამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მათ დაადგინეს შვიდი ეჭვმიტანილი იანის სკაფტუროსისა (2022 წელს) და ვასილის რუბეტის (2023 წელს) მკვლელობის საქმეზე, რომლებიც ე.წ. ბერძნული მაფიის წამყვანი წევრები იყვნენ.

გარდა ამისა, დაკავების ორდერია გაცემული უცხოეთში გაქცეულ კიდევ ორ პირზე, რომლებიც საქართველოდან და უზბეკეთიდან არიან. კიდევ ერთი ადამიანი საბერძნეთში იძებნება.

პოპულარული სიახლეები