თელავში მრავალსართულიანი კორპუსში დაკეტილი ბინები გატეხეს და გაძარცვეს.
არსებული ინფორმაციით, წაღებულია ძვირადღირებული ნივთები, ფული, საკვები და სასმელი წაიღეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მსგავსი შემთხვევები გახშრებულია და სამართალდამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ და დახმარებას სთოვენ.
მათი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და სისტემატური სახე მიიღო ძარცვამ. ისინი საუბრობენ სავარაუდო დამნაშავეზე და ამბობენ, რომ მხოლოდ ერთი პირი არ ფიგურირებს საქმეში და საქმე გვაქვს დაჯგუფებასთან.
შსს კი ამ დრომდე დუმს და ჯერჯერობით არავინაა დაკავებული. მათ მხოლოდ დაზარალებულები გამოკითხეს.