Free Porn
xbporn
https://www.bangspankxxx.com
voguerre
southampton escorts
მთავარისაზოგადოებარუსთავში, ისტორიული №1 ბაგა-ბაღის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დასრულდა

რუსთავში, ისტორიული №1 ბაგა-ბაღის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დასრულდა

რუსთავში ისტორიული შენობების რესტავრაციის ფარგლებში, №1 საბავშვო ბაღის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. ქალაქის ისტორიული პირველი ბაგა-ბაღი, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, №1 ბაგა-ბაღის გახსნას, დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’ წევრები და ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,რუსთავში, დღეს გავხსენით ისტორიული ბაღი, რომელსაც წლების განმავლობაში სჭირდებოდა რეაბილიტაცია. შესრულდა ძალიან მნიშვნელოვანი და კომპლექსური სამუშაოები. მე მიხარია, რომ უკვე დღეიდან, რუსთავში გვაქვს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი, თანამედროვე ბაღი, რომელიც ჩვენი ქალაქის ისტორიის ნაწილია“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სულად რეაბილიტირებულ, ქალაქის ყველაზე ძველ №1 ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, დღეიდან განახლდა.

,,საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ქვემო ქართლში სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის მერთან ერთად, დღეს რუსთავში რეაბილიტირებული ბაგა-ბაღი დავათვალიერეთ, რომელიც 210 ბავშვზეა გათვლილი. ბაღს მთლიანად ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, განახლდა ინფრასტრუქტურა და დღეს უკვე ყველა საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს“, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

პროექტის ფარგლებში, ისტორიული შენობის ორივე ფლიგელის გამაგრება-რესტავრაცია და შიდა სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, დამონტაჟდა გათბობისა და სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები. საფეხმავლო ბილიკებით, ახალი მწვანე სივრცეებით, ფანჩატურებითა და საბავშვო კომბინირებული ატრაქციონებით კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზოც. თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ისტორიული ბაგა-ბაღი, 210 აღსაზრდელს მოემსახურება.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 716 021 ლარით დაფინანსდა

პოპულარული სიახლეები