საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ხელი მოეწერა პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას.
უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხაინდრავა პოლონური კომპანია – „MESKO S.A“-ს წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოში თანამედროვე ტიპის, ნატოს სტანდარტების შეირაღების დანერგვის მნიშვნელობა, ასევე თავდაცვის უწყებასა და პოლონურ კომპანიას შორის თანამშრომლობის გეგმები.
„მოგვიანებით, ხელი მოეწერა პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადდა“, – წერია განცხადებაში.