მთავარისაზოგადოებაახალციხეში ავარიის შედეგად 32 წლის ქალი გარდაიცვალა

ახალციხეში ავარიის შედეგად 32 წლის ქალი გარდაიცვალა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც მსხვერპლით დასრულდა.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო შეეჯახნენ, რის შედეგადაც, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი – 32 წლის ქალი გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს, 12 იანვარს მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე“.

პოპულარული სიახლეები