პოლიციის ძაღლმა, ფინეთში, შობის ღამეს დაახლოებით საღამოს 10 საათზე დაკარგული ბავშვი თოვლში იპოვა. მომხდარის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოლიციის ძაღლების ასოციაცია წერს.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბავშვი საღამოს 7 საათზე ნახეს საკუთარი სახლის ეზოში, მაგრამ მას შემდეგ კვალი გაქრა. თოვლმა დაფარა ბავშვის ნაკვალევი, რამაც გაართულა ძებნა და ძაღლების საპატრულო განყოფილება ჩაერთო სამძებრო სამუშაოებში.
ძაღლმა, სახელად კუჰა, საბოლოოდ იპოვა ბავშვი თოვლის დიდ გროვაში. ბავშვი თოვლში თამაშობდა და თოვლის გამოქვაბულებს თხრიდა, სადაც თოვლის სიმაღლე მის გარშემო 1.5 მეტრსაც კი აღემატებოდა.