Free Porn
xbporn
https://www.bangspankxxx.com
voguerre
southampton escorts
მთავარიპოლიტიკაომის დაწყებას საქართველოს აბრალებდა სალომე ზურაბიშვილი - თინა ბოკუჩავა

ომის დაწყებას საქართველოს აბრალებდა სალომე ზურაბიშვილი – თინა ბოკუჩავა

რუსული რეჟიმის პირობებში სერიოზული საფრთხე და არაერთი ფაქტი არსებობს, რაც მიუთითებს, რომ საქართველოს ტერიტორია, შესაძლებელია, სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით იყოს გამოყენებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „იმისათვის, რომ საქართველო იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო სანქციებთან, აუცილებელია რუსული რეჟიმის ცვლილება და პროდასავლური მთავრობის ფორმირება“.

„ის, რომ სერიოზული საფრთხე არსებობს სანქციებისთვის თავის ასარიდებლად საქართველოს ტერიტორიის გამოყენების კუთხით, ამაზე მეტყველებს მაღალი დონის ვიზიტები, რაც საქართველოში განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან. ამაზე მიუთითებს არაერთი წყარო და ფაქტი, თუმცა მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო წნეხი, რასაც „ქართული ოცნება“ გრძნობს, რადგან კარგად იცის, რომ ღიად სანქციების რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში მათ სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ. ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. რუსული რეჟიმის პირობებში ეს საფრთხე ძალიან მაღალი და რეალურია. იმისათვის, რომ საქართველო იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო სანქციებთან, აუცილებელია რუსული რეჟიმის ცვლილება და პროდასავლური მთავრობის ფორმირება. რუსული ხელისუფლების გარდა, საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას არავინ აბრალებს, რასაც „რუსული ოცნება“ მუდმივად აკეთებს და რა ბრალდებებზე მესაუბრებით? ჩემთვის ამის მოსმენა ძალიან უცნაურია. ძალიან ცუდია, რომ ომის დაწყებას საქართველოს აბრალებდა სალომე ზურაბიშვილი და არაერთხელ მითქვამს, რომ ამ თემაზე განსხვავებული პოზიცია მაქვს. ამას ყოველთვის ვამბობდი და ისევ ვიტყვი. რაც შეეხება სანქციებს, რუსული რეჟიმის პირობებში სერიოზული საფრთხე და არაერთი ფაქტი არსებობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორია, შესაძლებელია, სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით იყოს გამოყენებული. იმისათვის, რომ ეს დავაზღვიოთ, გამოირიცხოს და საქართველო ევროკავშირის პოლიტიკის ნაწილი იყოს, მათ შორის სანქციების ნაწილში, საჭიროა რუსული ხელისუფლების ცვლილება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პოპულარული სიახლეები