მთავარისაზოგადოებაიტალიაში, 32 წლის ქართველი მამაკაცი, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

იტალიაში, 32 წლის ქართველი მამაკაცი, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

იტალიაში, ქალაქ პიზაში, პარასკევ საღამოს,  ქალაქის ცენტრში 25 წლის ტუნისელი ახალგაზრდა დანით მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის 32 წლის ქართველი მამაკაცია. ამჟამად, იტალიის კარაბინელების მიერ მისი თანამზრახველი, ასევე ქართველი იძებნება. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

თავდამსხმელის კვალს კომპანია “პიზას” ოპერატიული განყოფილების კარაბინელებმა საგამოძიებო განყოფილების კოლეგების დახმარებით მიაკვლიეს, რომლებიც, ძირითადად, მომხმარებლებს და ურბანული ვიდეოსათვალთვალო კამერების სურათებს ამოწმებენ.

მკველობის მოტივი უცნობია.

პოპულარული სიახლეები