იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ მაშველებმა ორსართულიანი სახლის ნანგრევებიდან 90 წელს გადაცილებული ქალი ცოცხალი ამოიყვანეს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ქალი ქალაქ სუზუში, იშიკავას პროვინციაში, მიწისძვრიდან 124 საათის შემდეგ იპოვეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები ამბობენ, რომ მას საუბარი შეუძლია, თუმცა ფეხები აქვს დაზიანებული.
ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში 1-ელ იანვარს მოხდა. ბოლო მონაცემებით, შედეგად სულ მცირე 126 ადამიანი დაიღუპა.